წყალტუბოში სოფელ ცხუნკურის ქვითკირის საბადო აუქციონზე გაიტანეს

712

პროგრამის “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში წყალტუბოში, სოფელ ცხუნკურის ქვითკირის საბადო აუქციონზე იყიდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და წიაღის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

საწყისი ფასი 78 ათას 461 ლარია. აუქციონში გამარჯვებულმა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, ორი წლის ვადაში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით განახორციელოს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიცია; ლიცენზიის მოქმედების მთელ პერიოდში უზრუნველყოს საქართველოს არანაკლებ 10 (ათი)მოქალაქის დასაქმება.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).