მარნეულის სოფელ კირაჩ-მუღანლოელები ჩივიან, რომ მათ ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ

509

სოფელ კირაჩ-მუღანლოს მცხოვრებლები ჩივიან, რომ სოფელში ელექტროენერგია ნორმალურად არ მიეწოდებათ. ეს პრობლემა კი ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებულად აწუხებთ.
მათი თქმით, დღის განმავლობაში 5-ჯერ მიდის დენი. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

„თუ გადასახადს დავაგვიანებთ ერთი დღე, მაშინვე ჯარიმას წერენ. საკაბელო სისტემაზე გადასვლით ყოველდღე შუქი იქნებაო, მაგარმ ისევ პრობლემა გვაქვს“,

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ელექტროენერგიის პრობლემა მეზობელ სოფლებში, ხანჯიგაზლოსა და თაქალოშიც არის ხოლმე.

„მაგალითად, კაპანხჩში შუქის ჩაქრობა იშვიათი ამბავია. არ შეიძლება რომ ჩვენს სოფელშიც ასე იყოს? გამოსავალი არაა. შეტყობინება მოდის რომ 1 საათში იქნებაო და ხანდახან ეგ 1 საათი, 2 გახდება ხოლმე. ხანდახან კი – 1 დღე,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც რადიო მარნეულს „ენერგო-პრო-ჯორჯიაში“ განუცხადეს, სოფელ კირაჩმუღანლოში სინათლის არქონა ძლიერმა ქარმა განაპირობა, ამდროისთვის კი პრობლემა მოგვარებულია.