რევაზ ხარაზი: ხელისუფლებამ 209 მილიონი ლარი წყალში გადაყარა, ბათუმი-ქობულეთის გზა უხარისხოდ არის გაკეთებული

731

209 მილიონი ლარი, ხელისუფლებამ წყალში გადაყარა და სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რევაზ ხარაზმა ბრიფინგზე განაცხადა.

რეზო ხარაზის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა უხარისხოდ არის გაკეთებული, რაც გადაადგილებისას საფრთხის შემცველია.

“ნაციონალირი მოძრაობის” წევრი საკითხით დაინტერესებისკენ აუდიტის სამსახურს მოუწოდებს.

“ცენტრალურ მაგისტრალზე პრობლემებია, გზის სავალი ნაწილი გაფუჭებულია, რაც ჩვენს მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. გვაინტერესებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო რატომ არ იყენებს პროექტის საგრანტო ნაწილით გათვალისწინებულ ბერკეტებს? ჩვენ ვგეგმავთ, რომ წერილობით აუდიტის სამსახურს მივმართოთ, რათა ამ პროექტის შესწავლა მოხდეს”,- განაცხადა რევაზ ხარაზმა.