სიღნაღის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ჯამში 340000 ლარი დაიხარჯება

548

„სოფლის მხადაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა საკონსულტაციო კრებები ყველა სოფელში გამართეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფლის საჭიროებიდან გამომდინერე თავად გადაწყვიტეს რაში დაიხარჯება მათვთვის განკუთვნილი თანხა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები სავარაუდოდ მაისის თვიდან დაიწყება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჯამში 340 000 ლარი დაიხარჯება.

იხილეთ მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები:

ანაგაში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა.

ვაქირში მიღებული გადაწყვეტილება: 1. ღია ტრენაჟორების და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.

საქობოში მიღებული გადაწყვეტილება: სკვერის მოწყობა და ღია ტრენაჟორების დამატება.

მაშნაარში მიღებული გადაწყვეტილება: არსებული სკვერის დასრულება.

ქალაქ წნორშიი მიღებული გადაწყვეტილება: 1.გარე განათების მოწყობა.

ბოდბისხევშიი მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა.

ჯუგაანში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა.

ერისიმედში მიღებული გადაწყვეტილება: 1. 30 ჰა. საძოვრის გასუფთავება; 2. სკვერის შემოღობვა და მასზე განთავსებული 9 აპრილის მემორიალის რეაბილიტაცია.

ტიბაანში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა.

ძველ ანაგაში მიღებული გადაწყვეტილება: 1. კულტურის სახლში სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექციის მოწყობა.

ქვემო მაჩხაანში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა.

ხირსაში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა.

ხორნაბუჯში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა. 2. ბუნებრივი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ქსელების დამატება.

ყარაღაჯში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა. 2. ბუნებრივი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ქსელების დამატება.

ნუკრიანში მიღებული გადაწყვეტილება: 1. ცენტრალური სკვერის მოწყობა; 2. არსებული სავარჯიშო დარბაზის ინვენტარით შევსება; 3. საჯარო სკოლასთან მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია.

ზემო მაღაროში მიღებული გადაწყვეტილება: 1.გარე განათების მოწყობა; 2. გზის მოხრეშვა.

მაღაროში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა.

ილიაწმინდაში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა; 2. სკვერის განათება.

ბოდბეში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა; 2. ახალგაზრდული ცენტრის შესასვლელის მოწყობა.

ქვემო ბოდბეში მიღებული გადაწყვეტილება: 1. გარე განათების მოწყობა.