მთაწმინდის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

481

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, პეტრიაშვილის ქ. N7-ის და ათონელის ქ. N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია არსებულ მოედნებს ახლით შეცვლის. 

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 800 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ლითონის მავთულბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდება LED განათება. 

“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას  ხელი შევუწყოთ. მსგავსი სივრცეების მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, სპორტული მოედნის გარეშე არცერთი უბანი დავტოვოთ. გასულ წელს მთაწმინდის რაიონში არაერთი მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის განმავლობაშიც, მსგავს პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ“, – განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ. 

მთაწმინდის რაიონში პარალელურად, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.