ბარათაშვილის აღმართზე გზის სავალი ნაწილი დროებით გადაიკეტება

492

შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია, რთული რელიეფის გამო, წლებია, არ გაწმენდილა.

მათივე ცნობით, სამუშაოები მოითხოვს გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა დანიშნულების სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას, რაც საჭიროებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.

“გამწვანებული კლდოვანი კედელი ამონაყარისგან და ლელქაშისგან გაიწმინდება; გაისხვლება და ფორმირდება ხე-მცენარეები, ასევე, მოწესრიგდება მწვანე საფარი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.