ლელიანის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს

585

სოფელ ლელიანში შიდა გზის რეაბილიტაცია-მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული შპს “ლაგოდეხგზა“ განახორციელებს . საავტომობილო გზის რეაბილიტაციიამდე კი სოფელში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწესრიგებას კომპანია „მოზაიკა“ უზრუნველყოფს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულდება.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ადგილობრივ მოსახლეობას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათი მოსაზრებები პროექტების შესახებ ადგილზე მოისმინეს.