წეროვანსა და ბიწმენდში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყება

537
თბილისი gwp

მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტიდან წინა წლებში ეკონომიის სახით დარჩენილი თანხებით დააფინანსოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები

2015-2018 წლებში საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებიდან  დარჩენილი ეკონომია მოხმარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანსა და ბიწმენდში სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს

წეროვანში შეიცვლება მეტალის ამორტიზებული მილები, რომლებიც ვეღარ უზრუნველყოფს წყლის გატარებას და აფერხებს მოსახლეობისათვის სრულყოფილ წყალმომარაგებას, სოფელ ბიწმენდში კი მოეწყობა ახალი ჭაბურღილი არსებულ ქსელში წყლის მიწოდებისთვის წყლის მარაგიგასაზრდელად.