თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

867

წინა სტატია

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განაცხადა, პროექტის განხორციელება წელს დაიწყება.

“ვაკის პარკი იცით, რომ არის ისტორიული ძეგლი, შესაბამისად, განსაკუთებული სიფრთხილით ვეკიდებით მის რეაბილიტაციას. ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც 2020 წელს განხორციელდება, დაიწყება ტერიტორიის რეაბილიტაციით, დაახლოებით 34 ჰექტარზეა საუბარი. ჩვენ არა მხოლოდ რებილიტაციას განვახორციელებთ, არამედ ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის მოვაწყობთ შესაბამის ბილიკებს, რომელიც ამ ორ სივრცეს ერთმანეთს დავაკავშირებთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტის განხორციელებისას ჩვენ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათი ინტერესების გათვალისწინებით ვახორციელებთ პროექტებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან ჯანსაღ სივრცეს მივიღებთ, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა პირობა”,- განაცხადა მაია ბითაძემ.

თბილისის მერიამ ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციისთვის კონკურსი გასულ წელს რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა პირველად გამოცხადებული პროექტის სატენდერო პირობებთან დაკავშირებით სპეციალისტებმა მერია გააკრიტიკეს, რის გამოც ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო და ჩაიშალა.

ვაკის პარკის რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო სამუშაოებზე მეორე კონკურსი მერიამ გასული წლის ივნისში გამოაცხადა, დეკემბერში კი თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პარკს ბრიტანული კომპანია – CBA დააპროექტებს.