გიორგი ვაშაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე: ოპოზიცია მზად ვართ, რომ მათი ექვსივე რეკომენდაცია გავითვალისწინოთ

575

წინა სტატია

პარტია “ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია ეუთო/ ოდირის დასკვნაში მოყვანილი ყველა რეკომენდაციის გასათვალისწინებლად მზად არის.

ვაშაძის თქმით, ეუთო/ოდირი თავის დასკვნაში მიუთითებს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელიც მათი აზრით, შესაცვლელია. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არ არის დასკვნაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბარი.

“ეუთო/ ოდირი დასკვნას აკეთებს შემდეგნაირად, მიუთითებს იმ რეკომენდაციებს, რასაც თვითონ ფიქრობს, რომ გასაკეთებელია. ეუთო/ოდირი არ აკეთებს მითითებას ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის გასაკეთებელი. ოდირის დასკვნაში, 6 პუნქტია რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი, არც ერთში არ წერია, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის განსახორციელებელი. მაგალითად, მოლდოვის შემთხვევაში პირდაპირ მიუთითეს საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც გასაკეთებელი იყო. ჩვენ, ოპოზიცია მზად ვართ, რომ ექვსივე რეკომენდაცია რაც მათ აქვთ თავის შენიშვნებში მითითებული, გავითვალისწინოთ და ასე ადაპტირებულად შევიდეს ეს ყველაფერი პარლამენტში. “ქართული ოცნება” რას ამბობს? არ აინტერესებს ეუთო/ოდირი. არადეკვატური იქნება „ქართული ოცნების“ პასუხი? ძალიან კარგი, რომ თალაკვაძე ჩადის ამერიკაში. კიდევ უფრო მკაცრი იქნება განცხადებები აშშ-ის მხრიდან”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა.