გორის მერია: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა 2020 წლის პროექტებს არჩევს

502

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიცში, ქორდში, არბოსა და კვარხეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გორის მერიის ცნობით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით წელს ქორდში, არბოსა და კვარხეთში გარეგანათება მოეწყობა, დიცში კი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილი და ეზო რეაბილიტირდება. სამუშაოებს დიცში 20 000, ქორდში 16 000, არბოსა და კვარხეთში კი 12 – 12 ათასი ლარი მოხმარდება. თანხები სოფლებს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უნაწილდებათ.

„სოფელი, სადაც ცხოვრობს 200- მდე ადამიანი ფინანსდება 10 000 ლარით. 12 000 ლარია გათვალიწინებული იმ სოფლებისთვის, რომლის მოსახლეობაც 200 – დან 400 ადამიანამდე მერყეობს. 16 000 ლარი გამოიყო იმ დასახლებული პუნქტებისთვის, სადაც 400 – დან 1000 – მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლები, რომლებიც 1000 – ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს ითვლის, 2020 წელს 20 000 ლარის დახარჯვას შეძლებენ“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.