“ნაცმოძრაობა” აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს

441

წინა სტატია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოს სხდომას ბოიკოტს უცხადებენ. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, ისინი საარჩევნო სისტემაში ცვლილებას მოითხოვენ.

“დავით გაბაიძე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი შემადგენელი ჭანჭიკია. შეთანხმება იყო, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდით. ამ ყველაფერმა პროცედურები გაიარა, ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას, ვიდრე პროპორციული საარჩევნო სისტემა არ იქნება”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გრძელდება, მოძრაობა “გაბედესა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ” ალტერნატივას” წევრებმა ბათუმის მერიის შენობაზე სტიკერები “მონა” მიამაგრეს.