მდინარაძე: შეუძლებელია სადმე ეწეროს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება

438

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას საზოგადოების მორიგ ტყუილში გახვევის უფლებას არ მისცემს”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნაზე „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“მე მხოლოდ მათი ბრიფინგი მაქვს ნანახი და ბრიფინგიდანვე, ოდირის დასკვნის გაცნობის გარეშეც, კარგად ჩანს, რომ ისინი აპირებენ ახალი ტყუილი მოახვიონ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, რის უფლებასაც ნამდვილად არ მივცემთ, რადგან აქაც იურისტები ვართ და აქაც შეგვიძლია კითხვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, ჯერ იმის დადგენაა აუცილებელი, რა კანონპროექტი გაგზავნა ოპოზიციამ ეუთოში და რასთან დაკავშირებით მიიღო დასკვნა ორგანიზაციამ.

„მთელ საზოგადოებას აინტერესებს, გაგზავნილი იყო თუ არა გერმანული მოდელი ეუთო/ოდირში და ეუთო/ოდირი ამბობს თუ არა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს და ახლა სიტყვების მანიპულირებით ცდილობენ, რომ საქართველოს მოსახლეობა დააჯერონ, რომ გერმანული მოდელი, რომელზეც თვეების განმავლობაში ლაპარაკობენ, არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, რაც შეუძლებელია სადმე ეწეროს. ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა და თვეების განმავლობაში კამათი იყო სწორედ ამაზე, რომ გერმანული მოდელი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ეს ტყუილია!”, – აღნიშნა ვიცესპიკერმა.

“ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციამ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნა მიიღო, რომელშიც წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.