რიყის დოქების გასაყიდად ღია ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა

628

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რიყის დოქების გასაყიდად ღია ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა, რომელიც ერთ თვეში, 3 მარტს დასრულდება.

საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარია და მყიდველი ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში შექმნას მრავალფუნქციური კომპლექსი, რაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს, თეატრით , საგამოფენო, საკონფერენციო სივრცით ან შექმნას სასტუმრო და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

ამასთან, ინვესტორი ვალდებული იქნება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ “რიყის დოქების“ მშენებლობაზე, რომელიც 2012 წელს დასრულდა, 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. შენობა ამ დრომდე დაკონსერვებულია.