“ევროპული საქართველოს” ახალციხის მერობის კანდიდატი, პარტიისგან განსხვავებით, ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას მიესალმება

935

მაშინ, როდესაც “ევროპული საქართველოს” წევრები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას აპროტესტებენ და სხვა პარტიებთან ერთად, პრეზიდენტისგან თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვენ, პარტიის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიესალმება.

„თემის და ქალაქის გაერთაინება დადებითად მიმაჩნია, ეს ასე იყო აქამდე და ხელისუფლებაც მიხვდა ახლა, რომ ასე უნდა ყოფილიყო“, – აცხადებს ჩიტაშვილი ‘სამხრეთის კარიბჭესთან“.

მისი თქმით, გაყოფით მერიასა და გამგეობაში კადრებისა და შესაბამისად ხარჯების რაოდენობაც გაიზარდა: „არ მიმაჩნია კარგ მოვლენად ის, როცა საჯარო სამსახურში ბიუჯეტის ხარჯზე ბევრი ადამიანი საქმდება“.

ჩიტაშვილის თქმით, ახლა ის თუ რამდენად განვითარდება გაერთიანების შემდეგ თემი და ქალაქი ეს დამოკიდებული იმაზე იქნება, თუ რამდენად დაუჭერს ფინანსურად მხარს ახალციხის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლება: „თუ მსუყე ბიუჯეტი ექნება ერთად თემსაც და ქალაქსაც მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ერთად იქნება ის თუ გაყოფილი. ადრე ტრადიცია იყო, რომ ძირითად ბიუეჯტს ქალაქებს ახმარდნენ და სოფელბში შედარებით მცირე თანხას ხარჯავდნენ. ეს თუ ასე აღარ იქნება სოფლების და ქალაქის გაერთიანებას ცუდი შედეგი არ მოყვება“.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა ჩიტაშვილი „ვეროპული საქართველოდან“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად იყრის კენჭს.