პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყვეს

481

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია გრძელდება. მათ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინეს და მოაწყვეს ე.წ. სირცხვილის კორიდორი.

სწორედ ” სირცხვილის კორიდორებისა” და შეძახილების ფონზე მოუწია რამდენიმე დრპუტატს პარლამენტში შესვლა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა უცვლელია, 2020 წლი საპარლმენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მათი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ქართული ოცნების დეპუტატებს მსგავსი დისკმოფორტები შეუქმნან.

“ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის ხმა, სამოქალაქო საზოგადოების ხმა, გაბრაზებული ადამანების ხმა, მაინც მოაღწევს თქვენამდე, სადაც არ უნდა დაიმალოთ, როგორც არ უნდა დაიმალოთ. ამის შეხსენებას მუდმივად ვაპირებთ. ასე ფეხდაფეხ ვივლით, რომ დისკომფორტი ჰქონდეთ, ადგნენ ადრე, მოვიდნენ ადრე, შეძვრნენ ადრე, დაიმალონ, ეს არის ჩვენი ამოცანა”, – ამბობს გიგი უგულავა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა კი საბჭოთა კავშირის დროშა დაწვა.

ჩხარტიშვილის თქმით, რაც დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება, საბჭოთა კავშირის პოლიტიკაა.

„ასე დავასრულებთ ჩვენ ყველა ავტორიტარულ და კომუნისტურ მმართველობას ქვეყანაში. რაც დღეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდება, საბჭოთა კავშირის პოლიტიკაა. ჩვენ უნდა დავასრულოთ არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ ნებისმიერი ადამიანისგან ძალაუფლების მისაკუთრების მცდელობა და ამის საუკეთესო შესაძლებლობააა პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩვენ მოვითხოვთ,“ – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

პარლამენტის შესასვლელებთან, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სადაც აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წევრები დგანან, მობილიზებულია პოლიცია.

დღეს პარლამენტში პირველ საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ორ საათზე კი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დაიწყება, რომელზეც “მინისტრის საათის” ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.

აქციები ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტვისტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ოთხივე უშედეგოდ დასრულdა. ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნები ან სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს, ან ე.წ. გერმანული მოდელით.

“ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ოპოზიციურ პარტიებს შეთავაზა, რომ შერეული სისტემა შენარჩუნდეს, თუმცა, მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს. ოპოზიცია ამ ახალ წინადადებას მიუღებელს უწოდებს.