პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

1246

პრომეთეს და სათაფლიას მღვიმეები უხვი ნალექის გამო, ვიზიტორებისთვის დროებით დაკეტილია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, უხვი ნალექისა და თოვლის დნობის პერიოდში მღვიმეებში წყლის დონის მატება ბუნებრივი მოვლენაა და მას სეზონურად, პერიოდულად აქვს ადგილი.

წყლის დონის დარეგულირების შესახებ ინფორმაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე: www.apa.gov.ge და სააგენტოს ოფიციალური ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული.