აჭარის უმაღლესი საბჭო უსკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურებს უყრის კენჭს

356

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურებს აჭარის უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე, განხილვისა და მოსმენის გარეშე უყრიან კენჭს, – აცხადებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.

უწყების ცნობით, ბიურომ განსაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

„გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მესამე სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა. საკითხს, რომელიც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა, ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება. დავით გაბაიძის განცხადებით, კანონის პროექტის მომზადება რიგი საკანონმდებლო ცვლილებებითაა განპირობებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.