პირს, რომელმაც ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარეგანათებები დააზიანა, პატიმრობა მიესაჯა

510

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანათების დაზიანების გამო ბრალდებულმა პირმა 1 წელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა გაატაროს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრი ექნება.

შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარეგანათების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დაზიანებულია გარეგანათების 7 ბოძი.