ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება

753

ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორიის – ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. ამის შესახებ მთავრობის მიერ საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ კანონშემოქმედებით გეგმაშია აღნიშნული.

გეგმაში ნათქვამია, რომ ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდიდარი ბიომრავალფეროვნების დაცვა. მთავრობა განმარტავს, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უნდა იყოს 506 000 ლარი, რომელიც საჭირო იქნება ერუშეთის პარკის ეროვნული ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და აღჭურვისთვის.