გორის გამგეობის თანამშრომლის კომპანიამ 25 000-ლარიანი ტენდერი მოიგო

737

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში სასმელი წყლის ჭაბურღილს კომპანია ,,გიო” გააკეთებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გამგეობის სატენდერო კომისიის წევრებმა ერთსულოვნად მიიღეს.

ტენდერში, რომელიც მაისში იყო გამოცხადებული, მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ბონდო მარუაშვილია. მარუაშვილი, ამავე დროს, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასმელი წყლებისა და გარე განათების უზრუნველყოფის სამსახურის” უფროსია.

გამგეობაში აცხადებენ, რომ აიპის დირექტორობა ინტერესთა კონფლიქტს  არ წარმოადგენს.

წყარო: შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი