წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მიმდინარე წელს 704 000 ლარი მიიღო

540

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” მიმდინარე წელს 704 000 ლარი მიიღო. პროგრამის განხორციელებისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი აღნიშნავს პრიორიტეტების გამოვლენა მოსახლეობის აქტიური ჩართულობით ხდება, იმართება კრებები, ადგილობრივები ირჩევენ მათთვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომელთა განხორცილებაც უახლოეს მომავლში დაიწყება.

მოსახლეობის გადაწყევეტილებით სოფლებში მოწესრიგდება შიდა გზები, მოეწყობა გარე განათების ქსელი, მოხდება შენობების, სპორტული მოედნების და სკვერების რეაბილიტაცია

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად მოადგილეები: ზურაბ მაისურაძე, ალექსანდრე დადუნაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებიან.