ნაძალადევის რაიონში ხერთვისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

837

ნაძალადევის რაიონში ხერთვისის ქუჩაზე 1 700 კვ.მ ფართობზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კაუჩუკისსაფარიან მოედანზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, მოეწყო განათების ქსელი, დამცავი მოაჯირი, ბორდიური, ფილები და განთავსდა საპარკე ინფრასტრუქტურა.

“ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული სკვერი შეემატა. ლოტკინზე, ხერთვისის ქუჩაზე ეს ტერიტორია ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე აქვთ. ასევე, სკვერის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყობა“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 80 488 ლარი დახარჯა.