ცქიტიშვილი: პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან თუ როგორ შეიძლება ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს

560

წინა სტატია

პირველ რიგში, უნდა მოვისმინოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის კონკრეტული წინადადება, რაში ხედავს რესურსს და რა შეთავაზება აქვს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ავცდეთ საარბიტრაჟო პროცესს. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ სახელმწიფო და მთავრობა კი არ მიდის არბიტრაჟზე, ეს ისევ კონსორციუმის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ დღეს ვიცეპრემიერმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონსორციუმისგან მიიღეს შეტყობინება, რომ მთავრობის პოზიციას არ ეთანხმებიან.

კონსორციუმთან ჯერ შეხვედრა არ გვქონია. მივიღეთ შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ არ ეთანხმებიან მთავრობის პოზიციას. ეს უკვე პრაქტიკულად წინასაარბიტრაჟო პროცესია, სადაც იუსტიციის სამინისტრო ჩაერთვება აქტიურად და რა თქმა უნდა, გვექნება კომუნიკაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. ვიდრე არ მოვისმენ კონკრეტულ მოსაზრებებს თვითონ როგორ გვთავაზობენ თავისი პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომელსაც ჩვენ არ ვეთანხმებით, რა თქმა უნდა, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერმა ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

სამუშაო პროცესში  არ ვარ  პირადად ჩართული და კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. დღეს მოვისმინე ქალბატონი ნათია თურნავას კომენტარი, რომ ამ საკითხზე ოფიციალური მომართვა არ შემოსულა ეკონომიკის  სამინისტროში. APM TERMINALS – გან არა ერთხელ გვაქვს მოსმენილი გეგმები ფოთის პორტის გაფართოებასთან დაკავშირებითეს არის კომერციული ინვესტორი, რომელსაც ეკუთვნის ფოთის პორტი. შესაბამიად, გაფართოების სურვილის შემთხვევაში, მათ ჯერ უნდა წარადგინონ გეგმები, უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის შემდეგ შევძლებთ შეფასებას“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადირაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს.