რეზო ხარაზი: წინასაახალწლოდ აჭარის მთავრობაში მხოლოდ ჯილდოს სახით 157 ათასი ლარი დარიგდა

687

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობამ, წინასაახალწლოდ, ხელფასებისა და ჯილდოების სახით “კოლოსალური თანხა” დახარჯა. ხარაზი გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ირწმუნება, რომ მხოლოდ ერთ თვეში, დეკემბერში, მთავრობის აპარატში 400 000 ლარი დაიხარჯა. ეს თანხა ხელფასთან ერთად პრემიასაც მოიცავს. პრემიამ, ანუ ჯილდომ ცალკეულად 157 ათასი ლარი შეადგინა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

ხარაზის მიიჩნევს, რომ  ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობისა და უმუშევრობის გათვალისწინებით, რეგიონის ხელმძღვანელობა საკუთარი აპარატის შენახვაში მსგავს თანხებს არ უნდა ხარჯავდეს.

რაც შეეხება ხელფასებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ”ნაციონალურმა მოძრაობა”  საჯარო ინფორმაცია ოთხივე სამინისტროდან და ყველა სამთავრობო ერთეულიდან გამოითხოვა, თუმცა, როგორც ამბობენ, მხოლოდ მთავრობის აპარატის, ორი სამინისტროს და რამდენიმე უწყების ინფორმაცია მიაწოდეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის მთავრობას დაუკავშირდა. კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.