2019 წელს ცხინვალის რეგიონში საქართველოს 86 მოქალაქე დააკავეს

771

ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, ცხინვალის რეგიონში საქართველოს 86 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია რადიო მოზაიკას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 14-ით ნაკლებს შეადგენს, რადგან ანალოგიური ბრალდებით ცხინვალის ციხეში 2018 წელს 100 მოქალაქე მოხვდა.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებულებთან დაკავშირებით 2013 წელს გამოვლინდა. ბოლო წლებში კი ამ მხრივ, სუს -ის მონაცემების მიხედვით, ტენდენცია კლებულობს. აღნიშნული ბრალდებით დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ გადასახდელი ე.წ ჯარიმის თანხა 5000 რუბლის, განმეორებით დაკავების შემთხვევაში კი ე.წ სანქცია ორმაგდება.

მთელი წლის განმავლობაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალის ე.წ ბიუჯეტში 430 000 რუბლი შევიდა, რაც დღევანდელი კურსით, 19 907 ლარია.