ყვარლის მერიის პოპულარული პროექტი – 200 ათასი ლარი ყვარლელი ახალგაზრდებისთვის

865

ყვარლის მერიის პოპულარული პროექტი – 200 ათასი ლარი ყვარლელი ახალგაზრდებისთვის ისევ გრძელდება. როგორ მიიღოს მსურველმა მონაწილება, ამის შესახებ სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

უნიკალური შესაძლებლობა ყვარლელი ახალგაზრდებისთვის. თუ ხართ 18-დან 30 წლამდე, ცხოვრობთ ან რეგისტრირებული ხართ ყვარელში და გაქვთ ბიზნეს იდეა, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს, მაშინ თქვენ ყვარლის თვითმმართველობა დაგაფინანსებთ.

ახალგაზრდებს ასევე ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლებაც შეეძლებათ. პროექტი ყვარელში უკვე პოპულარობით სარგებლობს.