გორელები გორის ციხის დაბრუნებას ითხოვენ

672

გორის მოსახლეობა გორის ციხის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია შეიმუშავეს და  ქალაქ გორის მერიას მიმართეს. ისტორიული ციხე-სიმაგრე ამ დრომე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზეა, რაც მუნიციპალიტეტს, ერთი მხრივ, მისი მოვლა-პატრონობის შესაძლებლობას არ აძლევს, მეორე მხრივ კი, ციხის ტურისტულ პოტენციალს ვერ იყენებს.

წყარო: ტელეკომპანია დია