მარნეულის სოფლებში მინისტადიონები და სასმელი წყლის ჭაბურღილი მოეწყობა

423

მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება, წინა წლებში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტიდან ეკონომიის სახით დარჩენილი თანხებით, დააფინანსოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები. 

2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტიდან დარჩეილი ეკონომია მოხმარდება მარნეულში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აზიზკენდსა და წერაქვში მინისტადიონების მოწყობას. სპორტული მოედნებით ისარგებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2 700-მდე მცხოვრები. 

ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბურმაში კი მოეწყობა სასმელი წყლის ჭაბურღილი.  

ამ სოფელში უკვე არსებობს სასმელი წყლის შიდა ქსელი, მაგრამ მოსახლეობისთვის წყლის მისაწოდებლად აუცილებელია ჭაბურღილის მოწყობა, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან წინა წლების ეკონომიის სახით დარჩენილი თანხითა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით,  სოფელს ახალი სასმელის წყლის ინფრასტრუქტურა ექნება, რომლითაც 148 აბონენტი ისარგებლებს.