გორის მერია სკრაში მიწას ასხვისებს

599

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ სკრაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

4 688 კვადრატული მეტრი ფართობი მიწის ნაკვეთის საწყისი ელექტრონულ აუქციონზე 41 336 ლარია.

აუქციონის ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ შემსყიდველმა პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში უნდა შეძლოს მიწის ნაკვეთის

განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღება.

აუქციონი 4 თებერვალს სრულდება. ვაჭრობის ბიჯი 4 133 ლარია.