ბორჯომში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

639

ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. ბორჯომის მერიის ცნობით, კრებები მუნიციპალიტეტის 8 სოფელში უკვე შედგა.

მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოადგილემ ბუბა ბერიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ყიფიანმა მოსახლეობას პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც მერმა აღნიშნა, პროგრამით ადგილობრივებს საშუალება ეძლევა თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი, ხმათა უმრავლესობით სოფლებში წელს სკვერები, სატრენაჟორო მოედნები, სასმელი წყლის სისტემისა და გარე განათების სამუშაოები ჩატარდება.

უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამურად გამოყოფილია 456 000 ათასი ლარი, აღნიშნულ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსების ფარგლებში იგივე თანხას 456 000 ათას ლარს დაამატებს.

შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ყველა სოფელში 5 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.