ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია რუხისა და ნაწულუკუს მოსახლეობას შეხვდა

870

ლაშა გოგია მოსახლეობას სოფლებში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ისმენს – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ლაშა გოგია უკვე შეხვდა ერგეტას, ცვანეს, ორსანტიას, დარჩელის, კოკის, ხურჩას, ახალკახათის, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის, ყულიშკარის, ჩხორიას, ტყაიასა და ზედაეწერის მოსახლეობას.

დღეს შეხვედრა რუხის საზოგადოებრივ ცენტრში, რუხისა და ნაწულუკუს მოსახლეობასთან შედგა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ძირითად საკითხად გზის, გარე განათების და წყალმომარაგების პრობლემა დაასახელეს.

მოსახლეობამ გამგებელს ნატანების, ზაურ თოდუას ქუჩისა და რუხი-ნაწულუკუს დამაკავშირებელი გზის პრობლემის მოგვარება სთხოვა. როგორც გამგებელმა აღნიშნა, ზაურ თოდუას ქუჩაზე პროექტირების ეტაპი დასრულებულია, ხოლო ნატანების ქუჩისა და რუხი-ნაწულუკუს დამაკავშირებელი გზების პრობლემას შესაბამისი სამსახური შეისწავლის.

მოსახლეობამ, აგრეთვე გამგებელს ნაწულუკუს ცენტრალური გზის გარე განათების პრობლების მოგვარების თხოვნით მიმართა. გარე განათების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.

ნატანების ქუჩის მაცხოვრებლემა წყალმომარაგების პრობლემა დაასახელეს. აღნიშნული საკითხის მოგვარება შესაბამის სამსახურს უახლოეს დღეებში დაევალა
შეხვედრაზე, მოქალაქებმა გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია იმ პროგრამებზე მოისმინეს, რომლითაც სარგებლობა მათ შეუძლიათ.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.