ბათუმში, პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა 45 დღით იზღუდება

594

დღეიდან 45 დღის განმავლობაში ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე.

შეზღუდვა ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის ფარგლებში წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოებს უკავშირდება.

მიმდინარე სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა უკვე შეზღუდულია ჯავახიშვილის ქუჩაზე, გორგილაძისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში, ფიროსმანის ქუჩაზე, ხახუტაიშვილისა და გენერალ აბაშიძის ქუჩების მიმართულებით, ასევე, ინასარიძის ქუჩის მონაკვეთზე, ლეონიძის ქუჩაზე.