ქუთაისის ბიუჯეტი 15 122 000 ლარით გაიზრდება

1246

ქუთაისის მერიამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით 10 მილიონი ლარი მიიღო. გარდა ამისა, ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, 2020 წლის ბიუჯეტის 15 122 000 ლარით გაიზრდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

საკითხს ოთხშაბათს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განცხადებით, ქუთაისის ბიუჯეტი წლის ბოლომდე 80 მილიონ ლარს მიაღწევს. ამ დროისათვის ქუთაისის ბიუჯეტი 61 მილიონ ლარს აღემატება.