ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება

649

33 518 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალდაბასა და სოფელ ჭობისხევში მდებარეობს. ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა–ნაგებობებიც. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ქალაქ ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე 8 864 კვ.მ ტერიტორიის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი 941 000 ლარია. ბიჯი – 3 000 ლარი.

223 000 ლარია საწყისი ფასი დაბა ახლდაბაში მდებარე 8 864 კვ.მ უძრავი ქონების, 2 000 ლარიანი ბიჯით, ხოლო სოფელ ჭობისხევში, 17 261 კვ.,მ ტერიტორიას სახელმწიფო ასევე 2 000 ლარიანი ბიჯით, 110 000 ლარად ყიდის.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები აუქციონზე 22 იანვარს გაიტანა. ელექტრონული ვაჭრობა ხუთ თებერვალს დასრულდება.