ზუგდიდის მერიამ კულტურის სახლის შენობა ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა

791

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე გაიტანა კულტურის სახლის შენობა. უძრავი ქონება, იჯარის ფორმით 3 წლის ვადით გაიცემა. მისი საწყისი ფასი 48240 ლარია. შენობის საერთი ფართი 320.32 კვ.მ-ია.

მუნიციპალიტეტის ქონების იჯარით აღების მსურველს, გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს. მას არ შეეძლება ქონება აზარტული თამაშებისთვის გამოიყენოს.

შენობა არ გაიცემა ასევე კანონმდებლობის შესაბამისად, დაშვებულზე მეტი აკუსტიკური ხმაურის გამომწვევი საქმიანობისთვის. აუქციონი 3 თებერვალს დასრულდება.

ცნობისთვის, ზუგდიდის კულტურის სახლში დროებით განთავსებულია ზუგდიდის თეატრი.