მოსახლეობა ბათუმის მერიისგან ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს

736

ბათუმში მოსახლეობა ფრიდონ ხალვაშის მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ტროტუარის მოწყობას ითხოვენ. საქართველოს საატომობილო გზების დეპარტამენტი  მიმართვას  მერიისგან ელოდება, მერია კი – მოქალაქეების განცხადებას. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს. 

რეპორტაჟში ნათქვამია, რომ გზა, რომლითაც  ბავშვები სკოლაში მიდიან, ქუჩაზე გადის. იქ მცხოვრებლები კი ფატალურ შემთხვევებს იხსენებენ და რისკების თავიდან აცილებას ითხოვენ.

ფრიდონ ხალვაშის 300 ნომერში მცხოვრები ამ ტერიტორიაზე  ტროტუარის  მოწყობას  ითხოვს. ალექსანდრე ქამაშიძე ამბობს, რომ მონაკვეთით ბავშვები სკოლაში გადაადგილდებიან. სავალი ბილიკის არარსებობის გამო კი, ქუჩაში სიარული უწევთ, რაც მისივე თქმით, საფრთხის შემცველია. ადგილობრივი უბედურ შემთხვევასაც იხსენებს.

ქამაშიძე ამტკიცებს, რომ პრობლემის შესახებ ბათუმის მერიაში იციან. ამბობს, რომ უწყებას სამჯერ მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

ტერიტორიაზე მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი. ნეშეთ ნეშეთ ლომსანიძე ქვეითთა გადასასვლელების მოხაზვის აუცილებლობასაც ხედავს.

ქუჩაზე ტროტუარი  საქართველოს  საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა მოაწყოს. უწყებაში განმარტეს, რომ ინფრასტრუქტურის მოსაწერიგებლად მათ ბათუმის მერიამ უნდა მიმართოს. გაგზავნა თუ არა მოთხოვნა ქალაქის თვითმმართველობამ?  –  ამ უკანანსკენლში მხოლოდ სიტყვიერად გვითხრეს, რომ  პრობლემის შესახებ მათ დღეს ჩვენგან გაიგეს და აქამდე მათთვის მოქალაქეებს არ მიუმართავთ. იმისთვის, რომ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკი მოეწყოს, ადგილობრივებმა მერიაში განცხადება უნდა წარადგინონ.