სოფელ გლდანში, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე გზის საფარის მოწყობა დაიწყო

582

სოფელ გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში, გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მაისურაძის ქუჩის დარჩენილ ნაწილზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

„აღნიშნულ მისამართზე გასული წლის ბოლოს წყალარინების ქსელის მოწყობა დასრულდა, რის შემდეგაც სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 4 422 კვ.მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიურები და ფეხით სავალი ბილიკები.

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 281 591 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად გაეცნო“,- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.