2019 წელს ზუგდიდის საკრებულოში ინიციატივა მხოლოდ ორ ფრაქციას ჰქონდა

474

წინა სტატია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ ექვსი ფრაქციაა. 2019 წელს წარმომადგენლობით ორგანოს ინიციატივით მხოლოდ ორმა ფრაქციამ მიმართა – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” და “მრეწველები”. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ინიციატივა იყო შემდეგი დადგენილების პროექტი – საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცება.

ფრაქციის მესამე ინიციატივაა, სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენა. ეს ინიციატივა საკრებულოს აპარატის მიერ მოწოდებულ ორ გრაფაშია აღნიშნული, ფრაქციის, და როგორც საკრებულოს წევრის და ფრაქციის თავმჯდომარის, თამუნა ჯიქიას ინიციატივა.

რაც შეეხება ფრაქცია “მრეწველებს”, მათ ერთადერთი ინიციატივა ჰქონდათ – პროფესიული სწავლების განვითარების კუთხით დუალური სწავლების დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში.