მესტიაში, სოფელ იდლიანში „ენერგოპრო ჯორჯიასა“ და შსს-ს წარმომადგენლებმა 600 ე.წ. მაინერი ამოიღეს

2538

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანში 600 ე.წ. მაინერი ამოიღეს. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ე.წ. მაინერების ამოღების პროცესი გრძელდება.

მისივე ცნობით, წინა კვირაში ხაიშის თემში 2000-მდე მაინერი ამოიღეს, რამაც 2.5 მგვტ ელექტროენერგიის გამოთავისუფლება გამოწვია.

ე.წ. მაინერების ამოღება „ენერგოპრო ჯორჯიასა“ და შსს-ს მესტიის პოლიციის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა. ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.

მესტიის მუნიციპალიტეტში, შარშანდელთან შედარებით, ელექტროენერგიის მოხმარება წელს ოთხჯერ გაიზარდა, რამაც სერიოზული პრობლემები გამოიწვია. გახშირდა ელექტროენერგიის გათიშვა, ძაბვის ვარდნა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა ტურისტული სეზონიც.

რამდენიმე დღის წინ ე.წ. მაინერების ამოღების მოთხოვნით მესტიის მოსახლეობამ აქცია გამართა.