ახალციხის 5 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა

936

ახალციხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც ახალციხის მერიაში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში სოფელ ღრელში, კლდესა და აგარაში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობები აშენდა, სოფელ პამაჯსა და სხვილისში კი არსებულ შენობებს ჩაუტარდათ რეაბილიტაცია.

“სულ მალე, ადგილობრივებს პირველადი სამედიცინო მოსახურება, თანამედროვე სტანდარტების მქონე ამბულატორიებში გაეწევათ.

სოფლად ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიმდინარე წელს, „ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაიწყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალი ამბულატორიების მშენებლობა მარტის ბოლომდე დასრულდება, ასევე, სოფლებში თისელში, ურაველში, ხეოთსა და საძელში”, – აცხადებენ მერიაში.