გორის სოფელ ვარიანის მეურნობაში სასმელი წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად ტენდერი გამოცხადდა

376

2020 წელს სოფელ ვარიანის მეურნობაში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას 237 065 ლარი მოხმარდება, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილს, ასევე, გამოიცვლება შიდა ქსელი და მოეწყობა საქლორატორო და სადაწნეო კოშკი.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან სამუშაოები 6 თვეში უნდა დასრულდეს.

“ამ ეტაპზე, ვარიანის მეურნეობაში მცხოვრებ მოსახლეობას გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა ემსახურება, რომელიც 120 ოჯახის სასმელი წყლით მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს,”-აცხადებენ გორის მერიაში.