ცაგერის მერია: ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1611

ხვამლის მთამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ახალი გზით, ხვამლის მთაზე ასვლა წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს. 

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 16 მილიონი ლარია, 14-კილომეტრიანი გზა გაკეთდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

„ხვამლის მთა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია. თუმცა რთული რელიეფის გამო, ტურისტები ზამთარში მთაზე ასვლას ვერ ახერხებდნენ.

გზის რეაბილიტაციის შემდეგ ლეჩხუმში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზრდება. სამომავლოდ ვგეგმავთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, საფეხმავლო ბილიკებისა და გადმოსახედების მოწყობას“, – განაცხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ.