ქობულეთის სოფელ ლეღვაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობა ინგრევა

480

ამორტიზებული ამბულატორია  სოფელ ლეღვაში. ქობულეთში პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. ობიექტი განადგურებულია და  ნელ ნელა იშლება, ცვივა ბათქაში, ექიმები კი პაციენტებს გაყინულ და ნესტიან ოთახებში ემსახურებიან. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას  ჯერ კიდევ არ დაუწყია იმაზე ფიქრი, რა ბედი ეწევა ცენტრს სამომავლოდ. ამის შესახებ სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

სოფელ ლეღვას 120 კომლიანი დასახლებისთვის ეს ერთადერთი სამედიცინო პუნქტია. ექიმები აქ პაციენტებს პირველად დახმარებას უწევენ.

ინტერიერი დაზიანებულია, კედლებიდან ბათქაში ცვივა,  შენობაში არ არის ცენტრალური გათბობა. მედიკოსები  მოქალაქეებს გაყინულ ოთახებში ემსახურებიან
პრობლემებზე ღიად საუბრობენ ექიმები. მედიკოსები ამბობენ, რომ შენობა გადაუდებელ რეაბილიტაციას  საჭიროებს.

ქობულულეთის მერიაში პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან თუმცა საკითხის გადასაჭრელად არაფერს აკეთებენ. უწყების ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის განცხადებით ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, რა ბედი ელის პირველადი ჯანდაცვის ცენტრს. ამავდროულად, ზაზა კაიკაციშვილი გვიმტკიცვებს, რომ  ობიექტის საპროექტო დოკუმენტაზიაზე მუშაობენ.

სოფელ ლეღვას ამბულატორიას რეაბილიტაცია ბოლო 20 წელია არ ჩატარებია. მანამ ვიდრე მუნიციპალიტის მერია მოიფიქრებს, რა ბედი უნდა ეწიოს შენობას, პაციენტებს გაყინულ და ნესტიან გარემოში მოუწევთ სამედიცინო სერვისის მიღება.