გორში ძველსა და ახალ ხიდებს შორის სანაპირო კეთდება

563

გორში, ბარნოვის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, იგეგმება ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ძველი ხიდის აღდგენაც. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

,,ბარნოვის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, როცა სანაპირო გამაგრდება შემდეგ ძველი ხიდის აღდგენაც იგეგმება. ეს უნიკალური ძეგლია, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაში შედის. ალბათ შემდეგ ეს სანაპირო სამეფოს ქუჩას შეუერთდება, რომლის რეაბილიტაციაც მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ უძველესი ქუჩის აღდგენა,” – განაცხადა დავით რაზმაძემ.

პროექტი ფინანსდება, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტიდან. გორის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, დალი ტლაშაძის თქმით, მთლიანი პროექტის ღირებულება სამი მილიონი ლარია.

,,მთლიანი პროექტის ღირებულება 3 მილიონამდე ადის. მუნიციპალიტეტის წილს ვერ გეტყვით, რადგან ამ ეტაპზე არ არის დაკონკრეტებული. იმიტომ რომ მრავალწლიანი პროექტია და ეტაპობრივად მოხდება ცვლილებები. ამ ეტაპშე შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წილი მინიმალურია’,’ – აცხადებს დალი ტლაშაძე.