თბილისის გენგეგმის ავტორების აზრით, ლესელიძის ქუჩისა და ელიავას ბაზრობის ფუნქცია უნდა შეიცვალოს

1124

თბილისის გენერალურ გეგმაში, რომელიც საკრებულომ დღეს განიხილა, დასახელებულია ის სივრცეები, რომელთა ფუნქციაც, ავტორების აზრით,  სასურველია გადაკეთდეს და უფრო ხელსაყრელი გახდეს საზოგადოებისათვის. მათ შორისაა: 

ბარათაშვილის ხიდსა და ორთაჭალას შორის მდებარე მდინარისპირა გზა, ლესელიძის ქუჩა, ელიავას ბაზრობა და ქორწინების სახლის წინ მდებარე სკვერი.

თბილისის გენერალური გეგმის ავტორთა აზრით, ცვლილებების მიზანია საფუძველი ჩაუყაროს თბილისში არსებული ქუჩების მორგებას ქვეითებზე, რაც შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეებს იცხოვრონ ფიზიკურად აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებით. მათივე ცნობით, ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობაში საქალაქო კუთვნილების გრძნობის ზრდას და გარემოს ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება ქალაქის ცხოვრების დონეზე.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი