ნაძალადევის რაიონში, ღუდუშაურის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

511

ნაძალადევის რაიონში, ღუდუშაურის ქუჩა N33-ში გრუნტის დამჭერი კედელი და დამცავი ღობე მოეწყო. საყრდენი კედლის სიგრძე 24,5 მეტრია, სიმაღლე – 11,5 მეტრი.

დასრულებული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ამ ადგილას ფერდობი იშლებოდა და აუცილებელი გახდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მიწის ჩამოშლისგან გზაც დაცულია და ადგილობრივი მოსახლეობაც. მსგავსი პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც გავაგრძელებთ. 2020 წლის განმავლობაში 20-ზე მეტი საყრდენი კედელი აშენდება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე კედლისა და ლითონის დამცავი ღობის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 87 481 ლარი გამოყო.