ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს იაპონური კოიები აჩუქეს

470

ბათუმის აკვარიუმმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს იაპონური კოიები, თევზის დეკორატიული სახეობები აჩუქა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრეცლებს.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ბაღს კერძო პირმა სამი ზუთხი გადასცა საჩუქრად.

ბოტანიკურ ბაღში სარეკონსტრუციო სამუშაოები 2018 წლიდან დაიწყო. აქ 300 ძირი ახალი მცენარე დარგეს. მოეწყო ბილიკები, დამონტაჟდა გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. პროექტი მსოფლიო ბანკმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დააფინანსა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია.

ბოტანიკურ ბაღს ოფიციალურად იანვარში გახსნიან.