გენგეგმის მიხედვით, რკინიგზა დედაქალაქში აღარ იქნება

802

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორები დედაქალაქიდან რკინიგზის გადატანას მხარს უჭერენ.

გენგეგმის მიხედვით, თბილისში არსებული რკინიგზის მაგისტრალი ართულებს შიდასაქალაქო განივ კავშირებს, სარკინიგზო მომსახურების ობიექტები კი ქალაქის მეტად ღირებულ ტერიტორიებზეა განლაგებული.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შეჩერებული სამუშაოების გაგრძელებისა და რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, დედაქალაქში სატრანზიტო მოძრაობა შემეცირდება, გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და გამოთავისუფლებული ტერიტორია უფრო ეფეტქურად იქნება გამოყენებული.

„ცენტრალურ უბანში მიწების გამოთავისუფლებით ქალაქს საშუალება მიეცემა, მნიშვნელოვნად გაზარდოს გამწვანებისა და რეკრეაციის წილი ერთ სულ მოსახლეზე, განახორციელოს მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, გაჩნდეს ახალი, საქმიანი უბანი. ასევე ალტერნატიული სამშენებლო ფართის გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად შემცირდება ინვესტორთა ზეწოლა ისტორიულ უბნებში მასიური მშენებლობის განხორციელებაზე.

გენგეგმის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიხედვით, რკინიგზის მეურნეობისგან გამოთავისუფლებული 72 ჰა ფართობის ტერიტორიის განვითარებითი ფუნქციური მიმართულებები პროცენტულად ასეა გადანაწილებული:

სატრანსპორტო 15-20%

სარეკრეაციო/გამწვანება 60 -70%

სხვა 10-25%”- წერია დოკუმენტში.

წყარო: იმედინიუსი