აგვისტოდან ოზურგეთის მოსახლეობას განახლებული ფოლკლორის ცენტრი ექნება

812

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტით გათვალისწინებულია შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება და ეზოს კეთილმოწყობა. ოზურგეთის ფოლკლორის სახლში განთავსდება არქივი და ხმის ჩამწერი სტუდია. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 1 490 000 ლარია. აგვისტოდან ოზურგეთის მოსახლეობას განახლებული ფოლკლორის ცენტრი ექნება. პროექტი 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2017 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.